კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი

Georgian
Latitude: 
41.7742638
Longitude: 
44.775934
VIP: 
VIP
Description: 

 საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა შპს “ქ. თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის” (მდებარე კონსტიტუციის ქ. N 4) შერწყმა სს “კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან” (მდებარე ნინოშვილის ქ. 55). აღნიშნული მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილების მქონე ორი კოლექტივი მუშაობას აგრძელებს შპს “კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის” სახით, რომელიც ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ. N5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა).ცენტრში მუშაობს შემდეგიდეპარტამენტები:

  • დერმატოლოგიური
  • დერმატო-კოსმეტოლოგიური
  • სქესობრივი გზით გადამდებ (სგგდაავადებათა 
  • ვირუსული ინფექციების (სექსოლოგიური კაბინეტი)
  • ანდროლოგიური
  • კლინიკურ-ლაბორატორიული დიაგნოსტიკის
  • განყოფილება “ჯანმრთელობის კაბინეტი”
  • ფოტო და სხივური თერაპიის
  • პოდოლოგიური კაბინეტი 
  • ჰიდროკოლონოთერაპიის კაბინეტი
  • აფთიაქი

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო (კოსმეტოლოგიური) საშუალებებით.მაღალკვალიფიციური დერმატო-ვენეროლოგების მთელი პლეადა, მათ შორის 5 პროფესორი, 20 მედიცინის დოქტორი, კანის დაავადებათა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდები პაციენტებს აძლევს მაღალი, მსოფლიო დონის მომსახურების გარანტიას.ცენტრის სამეცნიერო მიღწევები ასახულია სამეცნიერო შრომების კრებულთა 22 ტომში, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო კონფერენციების მასალებში, სამამულო და საზღვარგარეთის პრესაში. გამოქვეყნებულია 2000-მდე შრომა, მათ შორის საზღვარგარეთ – ასამდე. გამოიცა სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები, სამეცნიერო-პოპულარული ბროშურები. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულ სამეცნიერო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ისრაელი, უკრაინა, ბელორუსია, ლიტვა, საფრანგეთი, ჰოლანდია, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, შვედეთი, ნორვეგია, ესტონეთი და სხვ.).კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კლინიკური, ექსპერიმენტული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა.

Phone: 
+995 32 295 06 26
Address: 
თბილისი, ლუბლიანას ქ. N5
SuperVIP: 
SuperVIP Off
Phone 2: 
+995 32 295 77 44
Phone 3: 
+995 32 295 46 43
Cover Image: 
Email: 
gadv.ge@gmail.com
rating: 
5
Facebook Page Name: 
კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
Views: 
333