სასტუმრო "თბილისი ინნი"

Georgian
Latitude: 
41.6913238
Longitude: 
44.8137414
VIP: 
VIP
Description: 

 

სასტუმრო თბილისი ინნი მდებარეობს ქალაქის უძველეს ნაწილში, ძველი თბილისის ცენტრში. სასტუმრო გარშემორტყმულია ისტორიული არქიტექტურული შენობებით, ეკლესიებითა და ძეგლებით.

თბილისი ინნი არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 33 კომფორტულ ნომერს თანამედროვე დიზაინით, სრული აღჭურვილობითა და  ულამაზესი ხედებით. თბილისი ინნის ინტერიერი წარმოადგენს სადა, მშვიდი ფერების, თანამედროვეობის და ამავე დროს მდიდრული სტილის სინთეზს. 

თბილისი ინნი ავლაბრის მეტროდან 100 მეტრით არის დაშორებული. მისი ხელსაყრელი ადგილმდეობარეობა სტუმრებს საშუალებას აძლევს ფეხით მოიარონ თბილისის ძველი უბნები, ისტორიული ადგილები, აბანოთუბანი, მეიდანი, რიყის პარკი და სხვა ღირშესანიშნავი ადგილები.

სასტუმროს ტერასიდან ძველი თბილისის უბნების საოცარი ხედები იშლება - ქართული არქიტექტურის თანამედროვე და ძველი ძეგლები: ნარიყალა, სამების საკათედრო ტაძარი, უძველესი ეკლესიები და სხვა ულამაზესი ადგილები. თქვენ ლამაზ და მშვიდ გარემოსთან ერთად, შეგიძლიათ უგემრიელესი კერძებითა და კოქტეილებით ისიამოვნოთ.

სრული დასვენებისთვის გთავაზობთ დახურულ აუზსა და სპორტულ დარბაზს, რომელიც მოწყობილია საშხაპეთი, გასახდელითა და კარადებით. 

ჩვენ კარგად ვათვითცნობიერებთ, რომ საუკეთესო ადგილი და შემოთავაზებები არაფერია საუკეთესო მომსახურების გარეშე, ამიტომ თბილისი ინნის პროფესიონალი პერსონალი ყოველთვის მზად არის გიმასპინძლოთ და გაგიწიოთ ნებისმიერი დახმარება 24 საათის განმავლობაში.

დასაჯავშნად დააჭირეთ აქ

მეტი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ

 

Phone: 
(+995) 32 277 00 50
Address: 
თბილისი, მეტეხის ქ. N 20.
SuperVIP: 
SuperVIP Off
Phone 2: 
(+995) 32 277 00 40
Cover Image: 
Email: 
info@tbilisiinn.com
rating: 
5
Facebook Page Name: 
Tbilisi Inn
Views: 
221