სასტუმრო "ციტრუსი"

Georgian
Latitude: 
41.695715
Longitude: 
44.796341
VIP: 
VIP
Description: 

 

დაისვენეთ ყველაზე მშვიდ გარემოში, ხმაურიანი თბილისის გულში!

ქალაქის ცენტრში მდებარე 4*-იანი სასტუმრო ციტრუსი, თავისუფლების მოედანთან და რუსთაველის გამზირთან ახლოს მდებარეობს. აქვეა მუზეუმები, საგამოფენო ცენტრები, მოდური მაღაზიები, სამხატვრო გალერეები, რესტორნები, თეატრები და ოპერა.  ხმაურიანი თბილისის ცენტრში ციტრუსი ყველაზე წყნარი და დაცული სასტუმროა, სადაც დასვენება სიამოვნებაა.

36 ნომერი, მათ შორის სტანდარტული, საოჯახო, სტუდიო, ოთახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, ნახევრად ლუქსი და ლუქსი, კეთილმოწყობილია და მოიცავს  სამუშაო სივრცეს, თმის საშრობს, სეიფს,  ინდივიდუალურ კლიმატ კონტროლს. ყველა ოთახიდან იშლება  ქალაქის გასაოცარი ხედები. სასტუმროში ყოფნისას შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ და მრავალი სხვა მომსახურებით.

სასტუმრო ციტრუსი სრულად უწევს ორგანიზებას სხვადასხვა  ღონისძიებებს, სარესტორნო მომსახურებისა და ბიზნეს შეხვედრების ჩათვლით. გვაქვს საკონფერენციო დარბაზი და შეხვედრების ოთახი, რომლებიც 90-მდე დელეგატს იტევს.

ჩვენს ლობი რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ევროპული და ქართული კერძები,  მიირთვათ მსოფლიოში ცნობილი ქართული ღვინოები და კოქტეილები. ცნობილი ბარმენები და შეფ-მზარეული მხოლოდ თქვენთვის მოამზადებენ თავიანთ ქმნილებებს და დახვეწილი მუსიკის თანხლებით დატკბებით დასვენებით.

სასტუმრო ციტრუსი საუკეთესო არჩევანია მოგზაურებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბიზნესით, ოჯახთან ერთად დასვენებით, კერძებითა და საყიდლებზე სიარულით.

სიმშვიდე მხოლოდ სულიერი მდგომარეობა როდია, მას ჩვენ ვქმნით თქვენთვის!

დასაჯაშვნად დააჭირეთ აქ ან მოგვწერეთ reservation@hotelcitrus.ge

ასები იხილეთ აქ

 

 

Phone: 
(+995) 322 55 03 00
Address: 
თბილისი, 9 აპრილის ქ. N 3
SuperVIP: 
SuperVIP Off
Cover Image: 
Email: 
info@hotelcitrus.ge
rating: 
0
Facebook Page Name: 
Hotel Citrus
Views: 
458